მთავარი კულტურა ბელგიაში გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება

ბელგიაში გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება

0 1248

ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ხვალ გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს ქართველი კომპოზიტორის – გია ყანჩელის 80 წლის იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკაშირებით, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში (Palais des Beaux Arts – BOZAR) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება საიუბილეო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

შესრულდება გია ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი