მთავარი საერთო ბანერები და მავთულხლართები ერთადერთი აგრესიული იარაღია, რაც კი ოკუპანტს დარჩა

ბანერები და მავთულხლართები ერთადერთი აგრესიული იარაღია, რაც კი ოკუპანტს დარჩა

0 795

ბანერები და მავთულხლართები ერთადერთი აგრესიული იარაღია, რაც კი ოკუპანტს დარჩა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საკუთარ წერილში საუბრობს, რომელიც “ინტერპრესნიუსს” მისმა აპარატმა მიაწოდა.
წერილში ზაქარეიშვილი აგვისტოს ომიდან 7 წლის თავზე არსებულ ვითარებას აფასებს და განმარტავს, რომ ბანერები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგის საზომია.
“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლის შემდეგ რუსული ოკუპაცია კვლავ გრძელდება. სადღეისოდ ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს იმ ნაწილისთვის, რომელიც გამყოფი ხაზების აქეთ ცხოვრობს, ოკუპაციის ყველაზე მეტად ხელშესახები და ნათელი გამოხატულება ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები, რომლებსაც რუსი სამხედროები აქტუალობიდან გამომდინარე სხვადასხვა ინტენსივობით ამონტაჟებენ. ამ პროცესზე მტკივნეულად რეაგირებს ქართული საზოგადოება და ამ საზოგადოების ნაწილი სახიფათოდაც. სწორედ ეს ბანერებია ოკუპანტი ძალის ხელში ერთადერთი, ყველაზე თვალსაჩინო იარაღი და მათი დადგმის, ყველაზე უარეს, ცალკეულ შემთხვევაში კი რამდენიმე ასეული მეტრით თვით ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით გადაადგილების გარდა ეს ძალა სხვა ნაბიჯებს ვეღარ დგამს. საქართველოს ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, უმეტესად კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომ პროცესს თითქოსდა, მშვიდად ვუყურებთ. ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ხელისუფლების ყველა შესაბამისი შტო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს პროცესის შესაჩერებლად და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. ამასთან, მიმაჩია, რომ სწორედ ეს ბანერებია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგის საზომი, რამდენადაც ბანერები და მავთულხლართებია ერთადერთი აგრესიული იარაღია, რაც კი დარჩა ოკუპატს იმ ფონზე, როდესაც ბანერებიდან რამდენიმე კილომეტრში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში აშენებული მძლავრი სამხედრო ბაზები და სხვა საინჟინრო ნაგებობებია განლაგებული”, – წერს ზაქარეიშვილი.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, სამხედრო ბაზების არსებობის, ასევე იმ პირობებში, როცა საქართველოსა და ოკუპანტ ძალას შორის არ დგას არანაირი სამშვიდობო ძალა, მთავრობა ახერხებს ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებას და ბოლო, თითქმის 3 წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წინაპირობების მსგავსი სიტუაციაც კი არ შექმნილა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი