მთავარი რეგიონი აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 9 ოჯახს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 9 ოჯახს დაეხმარება

0 767

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების მშნებლობისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოეყოფათ 13 500 ლარი, აღნიშნულ ოჯახებს დახმარება ასევე გაუწიეს მუნიციპალიტეტების გამგეობებმა.

კომისიის რეკომენტაციით სარეზერვო ფონდიდან თანხას შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახიც მიიღებს. დაზარალებულებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა გამაგრებისათვის/დაშლა გადატანისათვის სარეზერვო ფონდიდან 25 259 ლარი გამოეყოფათ.
კომისიის წევრებმა სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული 4 ეკომიგრანტი ოჯახის (შუახევის მუნიციპალიტეტიდან 2, ხულოს მუნიციპალიტეტიდან 2 ოჯახი) განსახლებისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების გამოყოფის თაობაზეც იმსჯელეს. კომისიის რეკომენდაციით აღნიშნულ ოჯახებს გამოეყოფათ 6 000 ლარი.
შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 11 სექტემბერს მიღებული რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებთ სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი დახმარების სახით ჯამში 44 759 ლარს მიიღებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი