მთავარი საზოგადოება აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა

აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებმა ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ

საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებაში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებას და უსაფრთხო ექსპლუატაციას ეხება, ცვლილებები შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის იდენტიფიკაცია და სავალდებულო ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა.

ტექნიკური შემოწმება ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება კი  5 წელიწადში ერთხელ. სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი