მთავარი ეკონომიკა worknet-ის ფარგლებში ამ ეტაპზე, 133 ვაკანსიაა გამოცხადებული

worknet-ის ფარგლებში ამ ეტაპზე, 133 ვაკანსიაა გამოცხადებული

0 787

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა თეა სტურუამ მოსახლეობას გააცნო დასაქმების სისტემის worknet-ის ფარგლებში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ.

აღნიშნული პროგრამა ეხმარება სამუშაოს მაძიებლებს შეხვდნენ რეალურ დამსაქმებლებს და დასაქმდნენ. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დამსაქმებლები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლები როგორც დედაქალაქიდან, ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.

დღეის მდგომარეობით გამოცხადებულია 133 ვაკანსია ძირითადად განათლების, საბანკო-საფინანსო, სატრანსპორტო და სავაჭრო სექტორში. თეა სტურუამ ბრიფინგზე წარადგინა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ სამუშაოს მაძიებლები ვებ-გვერდზე www.worknet.gov.ge.

იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, შეუძლიათ, მიბრძანდნენ საქართველოს მასშტაბით არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებსა და ცენტრალურ ოფისში, სადაც თანამშრომლები სამუშაოს მაძიებლებს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარებიან.

როგორც თეა სტურუამ განაცხადა მოსახლეობის მხრიდან აღინიშნება დაბალი აქტიურობა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიმართულებით და მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა, რადგან დამსაქმებლები ხშირად აღნიშნავენ ვაკანსიების არსებობას და შესაბამისი კადრების მოძიების პრობლემას.

დღეის მდგოამრეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის დასაქმების პროგრამის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით 2067 პირია დასაქმებული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი