მთავარი კულტურა „ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება

„ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება

„ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება. ამჯერად, 25-30 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქი კლასიკური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში დღეს საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ სტარტს აიღებს. კონცერტები ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება.

25 აგვისტოდან ბათუმი უკვე მეშვიდედ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „ღამის სერენადებს“ უმასპინძლებს. კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული სოლიტები და დირიჟორებიც მიიღებენ. „ღამის სერენადები“ წელს იცვლის გეოგრაფიას და მასშტაბებს და ბათუმის კონცერტებს თბილისური საღამოებიც შეემატება. წელს ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს – თბილისში. ფესტივალი საქველმოქმედო საღამოთი დაიხურება. კონცერტიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” გადაირიცხება.

ღამის სერენადები 2009 წლიდან ბათუმში იმართება. მისი დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. ფესტივალში მონაწილეობს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვა „ღამის სერენადების“ საფესტივალო ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომლის პრეზენტაცია კვირეულის ფარგლებში შედგება.

I’CULTURE Orchestra , რომელიც სხვადასხვა სიმპოფონიური ორკესტრის ცნობილ წარმომადგენლებს აერთიანებს, ზღვისპირა ქალაქს დღეს ესტუმრება. კლასიკური მუსიკის დღეების ფარგლებში მსოფლიო ორკესტრი ხვალ, 26 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დიდი შემადგენლობით დაუკრავს. სხვა ცნობილ სოლისტებთან ერთად, ამ დღეს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილიც მონაწილოებს. ამჯერად, ორკესტრს უკრაინელი დირიჟორი კირილ კარაბიცი უხელმძღვანელებს. კალისკური მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნო საღამო ელით. ეს იქნება კონცერტ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. I’ CULTURE Orchestra ზღვისპირა ქალაქში რახმანინოვთან და პროკოფიევთან ერთად ბევრ ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ზღვისპირა ქალაქი „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში 25-30 აგვისტოს ედრიენ ბელიუს, ბიგ ჯონსა და გრუვსონიქსის უმასპინძლებს. ამასთან, ქართველი შემრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დათო გომართელი, კორკოტა, ქუჩის მუსიკოსები, გიო ხუციშვილი და მისი ბიჭები, გუფილენდი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი