მთავარი საერთო ძლიერი ნალექის შედეგად ბათუმში, 26 მაისის ქუჩა დაიტბორა

ძლიერი ნალექის შედეგად ბათუმში, 26 მაისის ქუჩა დაიტბორა

0 1963

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში, 26 მაისის ქუჩის ნაწილი, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე, დაიტბორა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა აცნობეს, მანქანებს ქუჩაში გაადგილება უჭირთ. მათი თქმით, წყლის დონე თანდათან მატულობს და იქმნება სახლების პირველი სართულების დატბორვის საფრთხე. 
26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყლის დონე ქუჩაში 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ბათუმში საათზე მეტი ხანია გადაუღებლად წვიმს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი