მთავარი ეს საინტერესოა ცხოვრებისეული ნახატები ლადო თევდორაძისაგან

ცხოვრებისეული ნახატები ლადო თევდორაძისაგან

ლადო თევდორაძე არაჩვეულებრივი მხატვარია,რომლის ნახატებში ასახულია ადამიანის ჩვეული ცხოვრება. მისი თქმით,მას არ შეუძლია ხატვის გარეშე.

ჩემთვის ხატვა ნარკოტიკს ჰგაქვს. მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
– ყველა მხატვარი ბედნიერია?
არ ვიცი როგორ სხვები,მაგრამ მე ბედნიერი ვარ. ვისაც სიყვარული შეუძლია ის ბედნიერია.
– როგორ ფიქრობთ, მხატვრისთვის მთავარია,რომ მისი ნახატები გალერეაში ხალხმა ნახოს და შემდეგ გაიყიდოს ?
ჰმ.. ჩემთვის მთავარია,რომ ვხატავდე. შემდეგ გალერეაში გამოვფინო,რომ ხალხმა დაინახოს. მთავარია თქვენ მოგწონდეთ. აი ეს არის ჩემთვის ბედნიერება! ხოლო ვინც ნახატს იყიდის ეს უკვე მხატვრის ერთგვარი დახმარებაა.
– თქვენს ცხოვრებაში ბევრი ნახატი დაგიხატავთ?
სადღაც სამი ათასი.
– ვაა…. იცნობთ იმ ხალხს ვინც თქვენი ნახატები იყიდა?
არა, არ ვიცნობ. თუმცა ვინც ჩემი ნახატები იყიდა ის კეთილი ადამიანია,რადგან შემთხვევითი ადამიანი არ იყიდის ნახატს.
-ალბათ ბანალურ კითხვას დავსვამ. თქვენ ყოველდღე ხატავთ?
-კი აბა რა ! შენ უნდა შრომობდე,რომ კარგი ნახატი გამოგივიდეს. ქართველი ნიჭიერი მხატვარი ბევრია, თუმცა უმეტესობა ზარმაცი. ფიროსმანი ამბობდა: ”ჩემს თავზე წმინდა გიორგია,რომელიც სულ მეუბნება მიდი ნიკო ხატე,ხატე”

წარმოგიდგენთ ლადო თევდორაძის ნახატებს:

b97972897bbe

e949baf9d2f5

ladotevdoradze1

ladotevdoradze2

ladotevdoradze3

ladotevdoradze4

ladotevdoradze5

ladotevdoradze6

ladotevdoradze7

ladotevdoradze8

ladotevdoradze9

ladotevdoradze11

ladotevdoradze12

ladotevdoradze13

ladotevdoradze14

ladotevdoradze15

ladotevdoradze16

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი