მთავარი პოლიტიკა შს მინისტრის მოადგილეები ცნობილია

შს მინისტრის მოადგილეები ცნობილია

0 788

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ცნობილია. გიორგი მღებრიშვილის მოადგილეები თემურ მღებრიშვილი, არჩილ თალაკვაძე, დავით ხუციშვილი და შალვა ხუციშვილი იქნებიან.

ცნობისთვის, მოადგილეები დღემდე იყვნენ  მღებრიშვილი, თალაკვაძე და დავით ხუციშვილი. შალვა ხუციშვილი კი მღებრიშვილის მოადგილედ დღეს დაინიშნა. შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ლევან იზორია კი, არსებული ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა.

მოადგილეების დამტკიცების შესახებ პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი