მთავარი პოლიტიკა შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის...

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „INL“-ის პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ

0 1823

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ჯანელ კუროდას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ მერაბ მალანიას შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ვასილ რევიშვილი, თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი ოთარ ჩაჩუა, ამავე დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, განიხილეს განხორციელებული პროექტები, აღნიშნეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის განვითარების საქმეში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, დაათვალიერებინეს სამმართველოს ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა.

განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ აშშ-ის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის მოდელირებული, საჩვენებელი წვრთნა ჩაატარა. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მრავალი წელია აქტიურად თანაშრომლობს აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამასთან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სხვადასხვა სფეროში ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ. შეხვედრის დასასრულს დეპარტამენტის დირექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, „INL“-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

11013448_685168658251803_4379729691503868512_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი