მთავარი საზოგადოება შვეიცარიის საელჩო სავიზო განაცხადების მიღებასა და საკონსულოში ჩაწერას ინტერნეტის საშუალებით იწყებს

შვეიცარიის საელჩო სავიზო განაცხადების მიღებასა და საკონსულოში ჩაწერას ინტერნეტის საშუალებით იწყებს

3 აგვისტოდან შვეიცარიის საკონსულოში შესასვლელად ჩაწერა და სავიზო განაცხადის წარდგენა ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 
როგორც შვეიცარიის საელჩოდან გახდა ცნობილი, ვიზის მსურველ პირებს ექნებათ საშუალება დაარეგისტრირონ სავიზო განაცხადი შენგენის C ტიპის (90 დღემდე) ვიზის მისაღებად ინტერნეტის საშუალებით.
“საელჩოს ვებ გვერდი ასევე მოგცემთ საშუალებას ჩაეწეროთ გარკვეულ დროს საკონსულოში შემოსასვლელად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვლავ საჭირო იქნება ვიზის მსურველი პირის საკონსულოში გამოცხადება პირადად, იმისათვის, რომ მან გაიაროს ინტერვიუ, შემოიტანოს ამობეჭდილი სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო საბუთები, გადაიხადოს სავიზო მოსაკრებელი და დაარეგისტრიროს თავისი ბიომეტრიული მონაცემები (თითების ანაბეჭდები). კარგი იქნება, თუ ვიზის მსურველი პირები ხშირად გამოიყენებენ ამ სისტემას და გამოაგზავნიან სავიზო განაცხადებს ინტერნეტის საშუალებით, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულოში შემოსვლა ინტერნეტით წინასწარი ჩაწერის გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ვებ გვერდზე:
www.swiss-visa.ch, – აცხადებენ შვეიცარიის საელჩოში. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი