მთავარი პოლიტიკა ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“, – განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ამის მიზეზად იგი რუსეთთან ურთიერთობის შედეგად მიღწეული მონაპოვარის გაფრთხილებას ასახელებს.

„ერთადერთი სანქცია 15 სანქციიდან, რომელიც ევროკავშირმა და ზოგადად მსოფლიომ დაუწესა რუსეთს, ამ 15 სანქიციიდან მხოლოდ ერთს შეუერთდა საქართველო გასულ წელს და ისიც მხოლოდ შეეხებოდა ყირიმში და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, იმ მიღწეულ შედეგს, რომელიც გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთოების აღდგენას.

მოგეხსენებათ, რომ მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს ეს დიალოგი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა. მოგეხსენებათ, რომ წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, გაწყვეტილი იყო ყოველგვარი დიალოგი და ჩვენ პროდუქციას ედო ემბარგო. ჩვენ შევძელით ის, რომ ჩვენი კონსტრუქციული, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გამო, შევძელით ამ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, ამ ბაზრის გახსნა ხელახლა, ჩვენ ამას ვაფასებთ. მე ვიფქრობ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობისთვის ამზადებს წინადადებას, შვიდი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, პროდუქტების იმპორტის შეზღუდვის შესახებ.

ამასთან, გუშინ, გავრცელდა „როსპოტრებნადზორის“ განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევნ დამზადების ტექნოლოგიებს და საქართველოს სახელმწიფო სტურქტურები არასაკმარისად აკონტროლებენ წარმოებულ პროდუქტს“.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი