მთავარი უბედური შემთხვევა ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც  ქობულეთში მცხოვრებლებმა განაცხადეს, სანაპიროზე მყოფმა ქალბატონმა მაშველებს მიმართა, რომ მამაკაცი ზღვამ გაიტაცა. ადგილობრივების თქმით, მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა გარდაცვლილი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 22 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 
ამასთან, აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრალულია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გუშინ მაშველებმა ქობულეთისა და შეკვეთილის სანაპიროებიდან 80 ადამიანი გამოიყვანეს ზღვიდან, დღეს კი ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებიდან – 12 ადამიანი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი