მთავარი ეს საინტერესოა ქვეყნები, საიდანაც საქართველოში სუნამოები შემოაქვთ

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში სუნამოები შემოაქვთ

სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტში პოლონეთიდან შემოტანილ პროდუქციას ერთი-მესამედი უკავია. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შარშანდელთან შედარებით პოლონური სუნამოების იმპორტი 56%-ით გაიზარდა და 165,1 ტონა შეადგინა, 

 მისმა ჯამურმა ღირებულებამ კი 2 მილიონ 189 ათას დოლარს მიაღწია. მეორე ადგილი 98,6 ტონით ჩინეთმა დაიკავა, საიდანაც 624 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.

მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საემიროებია, თუმცა, როგორც ჩანს, იმპორტიორები არაბებს წელს ნაკლებად სწყალობდნენ: იმპორტი 2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 94,2 ტონა შეადგინა, საერთო ღირებულება კი 1 მილიონ 61 ათასი დოლარით განისაზღვრა. 

სურნელოვანი პროდუქციის იმპორტი წელს უკრაინიდან 11%-ით შემცირდა – 42,9 ტონამდე (სულ 739 ათასი დოლარის ღირებულების).  თითქმის გაორმაგდა, მაგრამ მაინც მცირეა სუნამოების რეალიზაცია ესპანეთიდან – იმპორტმა 24 ტონა, ხოლო თანხამ კი მილიონ 210 ათასი დოლარი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ წელს საფრანგეთიდან მხოლოდ 16,3 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი შემოიტანეს, თუმცა, მისი ღირებულება მილიონ 230 ათასი დოლარით განისაზღვრა, ანუ ლიტრზე საშუალოდ, 75,5 დოლარი შეადგინა (შედარებისთვის პოლონური იმპორტის საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 13,3 დოლარია, არაბულზე – 11,3 დოლარი, ჩინურზე კი – 6,3 დოლარი).

ავტორი: ბელა ნოზაძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი