მთავარი სპორტი ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატის სამი საგზური მოიპოვეს

ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატის სამი საგზური მოიპოვეს

0 717

ბულგარეთში მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლისა  და ბრინჯაოს მედალი და მსოფლიო ჩემპიონატის სამი საგზური მოიპოვეს.

ამ წარმატებით ქართველმა მოკრივეებმა გუნდური მერვე ადგილი დაიკავეს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ერანოსიანმა ვერცხლის, ხოლო 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაალ კვაჭატაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონატში ევროპის 37 ქვეყნის 241 მოკრივე და 107 მსაჯი მონაწილეობდა. საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრები ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე ბორჯომში იმყოფებოდა, შემდეგ კი ბელარუსისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად მინსკში ერთობლივ შეკრებაზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი