მთავარი უცხოეთის ამბები ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და პეტრო პოროშენკო დღეს ბერლინში შეხვედრას გამართავენ

ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და პეტრო პოროშენკო დღეს ბერლინში შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები – ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და პეტრო პოროშენკო დღეს ბერლინში შეხვედრას გამართავენ. უკრაინული მედიის ცნობით, ისინი ქვეყნის აღმოსავლეთით ვუთარების გაუარესებაზე იმსჯელებენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია რამდენიმე კვირაა მკვეთრად დაიძაბა. ამბოხებულები მარიუპოლის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და რომლის გავლითაც ისინი ყირიმთან დაკავშირებას შეძლებენ.

უკრაინის საკითხის გარდა, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ევროპაში მიგრანტების ნაკადის ზრდაზეც ისაუბრებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი