მთავარი საერთო სოხუმში სუპერთასზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას მოითხოვენ

სოხუმში სუპერთასზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას მოითხოვენ

0 722

სოხუმში, ადგილობრივი რეჟიმის მხარდამჭერები, სუპერთასზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას მოითხოვენ. ადგილობრივების ნაწილი “ბარსელონა”-“სევილიას” მატჩზე აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ მოქალაქეებს საზღვრის დარღვევასა და აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

”თბილისში ჩასვლა ხსოვნის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის უდიდესი ცინიზმი და უპატივცემულობა დაღუპულების მიმართ. ამ ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთით არა მხოლოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონები, არამედ შეურაცხოფა მიაყენეს აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაღუპულებს,”-ნათქვამია ომის ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანების განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველი ორგანოები ფეხბურთის გულშემატკივართა თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამ დროისთვის მოკვლევას აწარმოებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი