მთავარი პოლიტიკა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობას კახა კახიშვილი დაიკავებს

სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობას კახა კახიშვილი დაიკავებს

0 815

სასჯელაღსრულების სამინისტროს კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. კახიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
კახა კახიშვილმა გიორგი მღებრიშვილი შეცვალა, რომელიც დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.
კახა კახიშვილი 2014 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილეა. ის ასევე არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერტთა კლუბის წევრი.
2012-2014 წლის ოქტომბრამდე ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი