მთავარი უცხოეთის ამბები სამეულის შეხვედრა ბერლინში

სამეულის შეხვედრა ბერლინში

დღეს 24 აგვისტოს ბერლინში ერთმანეთს შეხვდნენ ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და პეტრო პოროშენკო. განხილვის თემა უკრაინის კრიზისი იყო. შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა განაცხადა,რომ უკრაინაში კომფლიქტის მხარეები ჩივიან,მინსკის შეთანხმება არ სრულდება! ”პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლომდე არ სრულდება. თითქმის ყოველდღე ისმის ჩივილები იმის შესახებ,რომ ეს შეთანხმება ირღვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის,რომ ეს შეთანხმება შესრულდეს”-აღნიშნა მერკელმა. მან ასევე განაცხადა,რომ უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს ”აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის ყველა პუნქტი შესრულდეს მათ შორის, სამხედრო ტექნიკის სრული გაყვანა კონფლიქტის ზონიდან. უკრაინა მზად არის შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს”-განაცხადა ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ. დონბასში და ლუგანსკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურ ფასაშია გადასული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი