მთავარი უცხოეთის ამბები საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის მიღწეულ სავალო...

საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის მიღწეულ სავალო შეთანხმებას

საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის მიღწეულ სავალო შეთანხმებას. “ბიბისის” ცნობით, ბერძენი პარლამენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდნენ.
შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთმა გადასახადები უნდა გაზარდოს, სანაცვლოდ კი ის 85 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტი შეთანხმებას მხარს დაუჭერს.
ამ დრომდე აღებული ვალის გადახდის ბოლო ვადა ათენს 20 აგვისტოს აქვს, რა დროსაც მან ევროპის ცენტრალურ ბანკს 3,2 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი