მთავარი საერთო „რუსთავი 2″ ტელეკომპანიაზე დადებულ ყადაღას დღეს გაასაჩივრებ

„რუსთავი 2″ ტელეკომპანიაზე დადებულ ყადაღას დღეს გაასაჩივრებ

0 816

„რუსთავი 2″ ტელეკომპანიაზე დადებულ ყადაღას დღეს გაასაჩივრებს. კომპანიის იურისტები აცხადებენ, რომ მოსამართლეს ქონების დაყადაღების გადწყვეტილება არ უნდა მიეღო, კომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, “რუსთავი2″-ის მიერ გასაჩივრებული განჩინება უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსამართლეს დაყადაღების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

„12 აგვისტოს არის ბოლო ვადა, მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრებისა. ეს განჩინება ეხებოდა „რუსთავი2“-ის სრული ქონების დაყადაღებას. შესაბამისად, დღეს ვასაჩივრებთ მოსამართლის ამ განჩინებას. ჩვენ მიერ გასაჩივრებული განჩინება უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმის მასალებიდან როგორც ჩანს, მოსამართლეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“,-განაცხადა მურადაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი