მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთმა პოლონეთიდან შპროტის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა პოლონეთიდან შპროტის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა პოლონეთიდან შპროტის იმპორტი აკრძალა. “ბიბისის” ცნობით, აკრძალვა დღეიდან შევა ძალაში. “როსპოტრებნადზორის” განცხადებით, აკრძალვის მიზეზი პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის უზუსტობა გახდა. კერძოდ, ინფორმაცია საკვები პროდუქციის და მისი ენერგეტიკული ღირებულების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
რამდენიმე თვის წინ “როსსელხოზნადზორმა” ესტონეთიდან და ლატვიიდან თევზის და თევზის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა. ამას გარდა, გასულ წელს მოსკოვმა ევროკავშირიდან, აშშ-დან, კანადიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან რძის პროდუქტების, ხორცის, თევზის, ხილის და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. აკრძალვა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დაწესდა, რომლებმაც მოსკოვს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციების დაუწესეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი