მთავარი საერთო რუსეთის „როსპოტრებნადზორი“- ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევნ დამზადების ტექნოლოგიებს

რუსეთის „როსპოტრებნადზორი“- ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევნ დამზადების ტექნოლოგიებს

0 771

რუსეთის „როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევნ დამზადების ტექნოლოგიებს და საქართველოს სახელმწიფო სტურქტურები არასაკმარისად აკონტროლებენ წარმოებულ პროდუქტს. ინფორმაციას, რუსული „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი „ძველი კახეთი“, „კოლხიდა„ – მწარმოებელი „ყვარლის მარანი“; წითელი მშრალი „საფერავი“ – მწარმოებელი „აგორა“), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ „როსპოტრებნადზორის“ განცხადება ქართული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით „დაემთხვა“ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ დაწყებულია მუშაობა,იმაზე, რომ იმ ქვეყნებისთვის დაწესდეს ემბარგო, რომლებიც ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას გამოეხმაურა, – „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით, დაიწყეს საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა“.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი