მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთის მთავრობა განმარტავს, თუ რატომ არ მოხვდა საქართველო ემბარგოს სიაში

რუსეთის მთავრობა განმარტავს, თუ რატომ არ მოხვდა საქართველო ემბარგოს სიაში

რუსეთის მთავრობა განმარტებებს აკეთებს იმისთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხვდა საქართველო რუსეთის მიერ ემბარგო დადებულ ქვეყნათა რიცხვში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ აქტიური და დიდი ტვირთბრუნვა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ზომები, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელობამ მიიღო რუსეთის წინააღდეგ, უმნიშვნელოა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ არ არის საჭირო ამ ქვეყნის მოხვედრა იმ ქვეყანათა შორის, რომელთაც ეკრძალებათ ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემოტანა“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლის წინააღმდეგაც საკვებ პროდუქტებზე ემბარგო ცხადდება. ამჯერად, ევროკავშირის ქვეყნებს დაემატა ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი და უკრაინა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი