მთავარი საერთო რუსები რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ – რკინიგზას თუ მსგავს რამეს, ეს...

რუსები რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ – რკინიგზას თუ მსგავს რამეს, ეს მხოლოდ კარგი იქნება

0 584

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის გაწმენდით სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გაუკეთა და აღნიშნა, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხზე საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს:
,,ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ეს ახალი არაა, ამას შეჩვეულები ვართ, ალბათ კიდევ მეტს გააკეთებენ, მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის გადმოსვლა. რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ – რკინიგზას აღადგენენ თუ მსგავს რამეს, როცა აფხაზეთი დე ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი