მთავარი სპორტი რონალდუ მადრიდში უსახლკარო ადამიანის ფორმაში გადაცმული გამოჩნდა

რონალდუ მადრიდში უსახლკარო ადამიანის ფორმაში გადაცმული გამოჩნდა

0 842

კრიშტიანუ რონალდუმ ქალაქ მადრიდის მცხოვრებლების მახეში გაბმა გადაწყვიტა და რეალის ახალგაზრდა ფანი ესპანეთში უბედნიერეს ბიჭად აქცია.

ვიდეო იუთუბზე გავრცელდა, სადაც რონალდუ უსახლკარო ადამიანის ფორმაშია გადაცმული, აქვს გრძელი თმა და წვერი. კრიშტიანუ სავაჭრო ცენტრის წინ ძაღლთან ერთად მიდის და ბურთით სხვადასხვა ტრიუკის ჩატარებას იწყებს. გამვლელები უსახლაკრო კაცის შთამბეჭდავ საფეხბურთო ტექნიკას მალევე ამჩნევენ, ერთ-ერთი ესპანელი ბიჭი კი რონალდუსთან თამაშს გადაწყვეტს. რამდენიმე წუთის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი პარიკს იხსნის, ბიჭს  ეხუტება და ავტოგრაფით გაფორმებულ ბურთს ჩუქნის. როგორც ვიდეოში ჩანს, მადრიდელები კრიშტიანუ რონალდოს დანახვისას მის გარშემო იკრიბებიან,  მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც ესპანელი ბიჭია, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან ერთად თამაში მოახერხა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი