მთავარი უცხოეთის ამბები პერუსა და ბოლივიაში თოვს

პერუსა და ბოლივიაში თოვს

პერუსა და ბოლივიაში თოვს. რამდენიმე რეგიონში თოვლის გამო ჩაკეტილია ცენტრალური მაგისტრალები. პარალიზებულია მოძრაობა. რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა. დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო 33.000 ადამიანი ყინვისაგან დაზარალებულად ითვლება. საგანგებო სიტუაცია ოცი დღე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, პერუსა და ბოლივიაში თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი