მთავარი საზოგადოება ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ონის რაიონის გამგებელმა გია ლობჟანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზარალის რაოდენობა დგინდება, მუშაობს შესაბამისი კომისია.
“ონში რამდენიმე სახლს და ასევე ადმინისტრაციულ შენობას სახურავი ახადა. ხეები არის მოგლეჯილი. ერთ-ერთი სოფლის ღების ხიდთან მისასვლელი არის დაზიანებული, რომელიც ამ ორ დღეში უნდა აღვადგინოთ. ამასთან, არ იყო ელექტროენერგია, თუმცა ამ დროისთვის ონს დენი უკვე მიეწოდება”, – განაცხადა ლობჟანიძემ.
როგორც ონის გამგებელმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კანცელარიის ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი