მთავარი საზოგადოება ნიკა გვარამია: აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები

ნიკა გვარამია: აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები

“რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს.

„აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები, როგორც აქამდე იყო ქიბარ ხალვაში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მთავრობის რამდენი ჭანჭიკი დაუპირისპირდება თავისუფალ მედიას. ეს არის ერთიანი სქემა, რომლითაც ივანიშვილი უტევს “რუსთავი 2″-სა და მასთან ერთად დემოკრატიას საქართველოში.

დვალი და აქიმიძე ამ სქემის ახალი ჭანჭიკები არიან, რომელთაც არავითარი დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ სულ მცირე, იმის გამო, რომ ხანდაზმულობის ყოველგვარი ვადა მათი პრეტენზიებისთვის არის გასული. დანარჩენი მათ შესახებ, რა ოდენობის თანხა აიღეს, როდის და ვისგან იცოდა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს და რომელიც სიკვდილამდე ჩემთან პირადად საუბარში აცხადებდა შემდეგს: მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ივანიშვილი აქიმიძის, დვალისა და ქიბარ ხალვაშის გაერთიანებული ძალისხმევით აპირებს “რუსთავი 2″-ზე შეტევის განხორციელებას, მე აუცილებლად თქვენკენ ვიქნები და ვიტყვი, რომ მათი მოთხოვნები არ შეესაბამება რეალობას. ამ საუბრიდან სულ რამდენიმე კვირაში ის უკვე ცოცხალი აღარ იყო“, – ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი