მთავარი საზოგადოება ნაყინის რამდენიმე სახეობაში ლისტერია მონოციტოგენეზი გამოვლინდა

ნაყინის რამდენიმე სახეობაში ლისტერია მონოციტოგენეზი გამოვლინდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სამტრედიის ნაყინის სახელით ცნობილი შპს „მყინვარის\\\” რამდენიმე სახეობის ნაყინის ნიმუშები აიღეს და შესამოწმებლად სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შპს „მყინვარის\\\” ოთხი სახეობის ნაყინში – ნაყინი \\\”მყინვარი\\\” საოჯახო (გამოშვების თარიღი 11.08.2015, 0.5 კგ-იანი კონტეინერში); ნაყინი მარწყვით (გამოშვების თარიღი 26.07.2015, ვაფლის ჭიქა);
ნაყინი ვანილის (გამოშვების თარიღი 06.08.2015, ვაფლის ჭიქა) და
ნაყინი მყინვარი (გამოშვების თარიღი 01.08.2015, პერგამენტის ქაღალდის შეფუთვაში) აღმოჩნდა ლისტერია მონოციტოგენეზი, რის შესახებაც უკვე ეცნობა საწარმოს ხელმძღვანელობას და მასვე დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა.
აღნიშნული დარღვევის გამო საწარმოში განხორციელდება არაგეგმური ინსპექტირება და ბიზნესოპერატორს შეუჩერდება საწარმოო პროცესი.
ლისტერია მონოციტოგენეზი პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს „მყინვარის\\\” მიერ წარმოებული ნაყინი აღნიშნული პარტიიდან, არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს ცხელ ხაზს:
291 91 68..

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი