მთავარი საერთო ნატოს გენმდივანმა ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა

ნატოს გენმდივანმა ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა

0 655

მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით, – ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის მშობლებს.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან განაცხადეს, ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახის წევრებს შეხვდა.
“მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის. “პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი