მთავარი უცხოეთის ამბები მიშამ ფიცი დადო, რომ რუსეთისგან ”აბრეშუმის გზას” დაიბრუნებს

მიშამ ფიცი დადო, რომ რუსეთისგან ”აბრეშუმის გზას” დაიბრუნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი უკრაინული არხის ”ტელე არხი 5”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა,რომ რუსეთისგან ”აბრეშუმის გზას” დაიბრუნებს. სააკშვილის მტკიცებით ეკონომიკური ხიდი ”აბრეშუმის გზა” უნდა გადიოდეს უკრაინულ პორტ ”ილიჩევსკზე”. ” ”აბრეშუმის გზა” რუსეთიდან გავლას 30 დღეს ანდომებს, ხოლო ”ილიჩევსკიდან” სულ ცხრა დღე დასჭირდება. ყველაფერი უკვე გათვლილია. ამან დიდი ნაკადი უნდა გამოიწვიოს”-განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით ეს იდეა,რომ განხორციელდეს დნესტრის შესართავიდან ხიდი უნდა აშენდეს. ”არავინ არ გამოსტაცებს ბესარაბიას უკრაინას. ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ”-განაცხადა მიხეილ საკაშვილმა. ”აბრეშუმის გზა”-მ ჩინეთი ევროპასთან ეკონომიკურად უნდა დააკავშიროს. აქედან ერთ-ერთი გამსვლელი გზა გადის რუსეთისგან. სწორედ ამის გამოსწორებას გეგმავს მიხელ სააკაშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი