მთავარი ეს საინტერესოა მეცნიერებმა ქალებში სექსუალური სურვილის გაღვიძების საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა ქალებში სექსუალური სურვილის გაღვიძების საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ქალების აღგზნების საიდუმლო ამოხსნეს. The Hindustan Times-ის ინფორმაციით, ახალი ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ კარგად ნაკვები ქალები, „მშიერ“ ქალებთან შედარებით, ბევრად ძლიერად რეაგირებენ რომანტიკულ სიგნალებზე.

როგორც ცნობილია, კვლევაში მონაწილეობას 20-მდე მანდილოსანი იღებდა, რომელთაც წინასწარ სთხოვეს არ მიეღოთ საკვები. თავიდან კვლევის მონაწილეებს ნეიტრალური და რომანტიული სურათების სერია დაათვალიერებინეს, მოგვიანებით კი 500 კალორიის შემცველი საკვები მისცეს, რის შემდეგაც ინტიმური ხასიათის ფოტოები დაათვალიერებინეს.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ, ქალებმა უფრო ძლიერად დაიწყეს სურათებზე რეაგირება.

მეცნიერთა განცხადებით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ჯილდოს საპასუხოდ ტვინში აქტივირდება, ერთმანეთთან დაკავშირებული, მსგავსი ნეირონული სქემები, რის გამოც ერთი სახის ჯილდო (ამ შემთხვევაში საკვები), მეორე სახის ჯილდოს უფრო სასურველსა და მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, ფიზიკური დისკომფორტი შეუთავსებელია სექსუალურ სურვილთან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი