მთავარი სპორტი მესი ფრანგ ფეხბურთელს მოედანზე დაუპირისპირდა

მესი ფრანგ ფეხბურთელს მოედანზე დაუპირისპირდა

0 775

გამპერის თასზე ”ბარსელონასა” და ”რომას” მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისა და მარკ იანგა მბივას შორის ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის 33-ე წუთზე არგენტინელი თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა, ფრანგი ფეხბურთელის ფრაზამ კი მესის აგრესია გამოიწვია და მან რომას ფეხბურთელს ჯერ თავი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელში წვდა. ჯერჯერობით უცნობია, რა უთხრა იანგა მბივამ არგენტინელს. შეხვედრა საბოლოოდ ”ბარსელონას” გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი