მთავარი ეს საინტერესოა მარსი: სარაკეტო ძრავის ”RS-25”-ის ტესტირება (ვიდეო)

მარსი: სარაკეტო ძრავის ”RS-25”-ის ტესტირება (ვიდეო)

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ ”Nasa”-მ განახორციელა მარსისთვის განკუთვნილი სარაკეტო ძრავის ტესტირება. რაკეტაში დამონტაჟებული იქნება ოთხი RS-25”-ის ტიპის ძრავი. Nasa ასეთ ძრავებს რბოლისათვის ყველაზე სწრაფ ძრავად მიიჩნევს. ეს უკვე მეექვსე ტესტია. ასეთი ძრავის წინა ვერსიები ამერიკულ შატლებშია გამოყენებული, სადაც დამონტაჟებული იყო სამი ძრავი. ოთხი ”RS-25” ძრავის გამოყენებით რაკეტა განავითარებს 35 კლ/სთ. ძრავი განკუთვნილია რთული პირობებისათვის. ანუ მას აქვს თხევადი აზოტი,რომელიც ინახება -253 გრადუს ცელსიუსში, ხოლო მისი წვის დროს ტემპერატურა აღწევს 3300 გრადუს. ”RS-25” ტიპის ძრავით პირველი გაფრენა 2018 წელს იგეგმება, ხოლო პილოტირებული რაკეტა-გადამზიდის ”SLS”-ს გაშვება არანაკლებ ათი წლის შემდეგ იგეგმება. ამავდროულად ასტრონავტები სატრანსპორტო ხომალდ ”ორიონში” იქნებიან, რომელიც თავდაპირველად ხალხის მთვარეზე გამგზავრებას გულისხმობდა.

გთავაზობთ ”RS-25”-ის ძრავის ტესტური გაშვების სრულ ვიდეომასალას:

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი