მთავარი საერთო ლევან გვაზავა გენერალი იყო და მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება ჰქონდა

ლევან გვაზავა გენერალი იყო და მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება ჰქონდა

0 1167

ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატის, დარეჯან გილაშვილის განცხადებით, მას ოფიციალურად პროკურატურისათვის ორდერით არ მიუმართავს და საქმის მასალებს არ იცნობს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან ამ წუთებში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთაAლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატმა. როგორც დარეჯან გილაშვილი აცხადებს, მისთვის და თავად ოჯახისთვის უცნობია რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.
“ჩემთვის, როგორც ოჯახის ადვოკატისთვის, ასევე თავად ოჯახისთვის უცნობია რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ლევან გვაზავას მდგომარეობას, ამ ეტაპზე არის მძიმე, მაგრამ სავარაუდოდ სტაბილური. ოფიციალურად პროკურატურისათვის ორდერით არ მიმიმართავს და საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ. ჩემთვის უცნობია რა მუხლით არის საქმე აღძრული”, – აღნიშნა დარეჯან გილაშვილმა.
მისივე თქმით, ლევან გვაზავა იყო გენერალი და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება. ადვოკატისთვის უცნობია მკვლელობა მოხდა თუ არა გვაზავას იარაღით.
დარეჯან გილაშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვებს გუშინ მომხდარის ვერსიებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბევრი ვერსია ფიგურირებს, თუმცა ოჯახმა არ იცის რომელი ვერსიაა სწორი და ამ ეტაპზე ამის გარკვევას ცდილობენ. ადვოკატმა საუბრისას დაადასტურა, რომ გურამ თათელაძე ლევან გვაზავას დეიდაშვილია და მისი დაკითხვის დეტალების შესახებ არაფერი იცის.
“შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეებთან კონტაქტი ჯერ არ მქონია. შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ სამი ან ოთხი იპირი იმყოფებოდა – ლევან გვაზავა, გარდაცვლილი და კიდევ ერთი, ან ორი სხვა პირი”, – დასძინა ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ.
როგორც “ინტერპრესნუსს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში გუშინ განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი