მთავარი საერთო ,კაბელების საქმის” გმირები ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა

,კაბელების საქმის” გმირები ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა

0 1237

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს
როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეში აღარ არიან. ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა მათ გირაოთი შეეცვალათ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი