მთავარი მედიცინა ინტოქსიკაციის სიმპტომებით, დილის მონაცემებით, 140-მა პაციენტმა მიმართა

ინტოქსიკაციის სიმპტომებით, დილის მონაცემებით, 140-მა პაციენტმა მიმართა

0 1068

ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს ინტოქსიკაციის სიმპტომებით, დილის მონაცემებით, 140-მა პაციენტმა მიმართა. როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა კოპლატაძემ განაცხადა, ნაკადმა იკლო.

„10:00 საათისთვის, ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალს მომართა 140-მა პაციენტმა. მათგან ორი რჩება კლინიკაში, ორივე არის 18 წელს ზემოთ ასაკის. ყველა ბავშვი არის გაწერილი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში -შესაბამისი რჩევა-დარიგებებით და რეკომენდაციებით. ნაკადმა იკლო“, – განაცხადა კოპლატაძემ.

შეგახსენებთ, ადამიანების ჯგუფური მოწამვლის მიზეზი ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ news.ge-ს განუცხადა, ერთერთი პაციენტის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს არის ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი