მთავარი უცხოეთის ამბები იემენის ქალაქ ტაიზში განხორციელებული იერიშის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

იემენის ქალაქ ტაიზში განხორციელებული იერიშის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

იემენის ქალაქ ტაიზში საუდის არაბეთის ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 65 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ “დოიჩე ველეს” ცნობით, ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან. ქალაქი ტაიზი ჰუსიტ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენს.
ქვეყნის არმიას მეამბოხეებთან ბრძოლაში საუდის არაბეთი ეხმარება.
იემენში ჰუსიტებმა მთავრობის ხელში ჩაგდება დაახლოებით წლის დასაწყისში სცადეს. მათ ქვეყნის რამდენიმე ქალაქი დაიკავეს, მათ შორის დედაქალაქიც, რის გამოც პრეზიდენტი იძულებული გახდა გაქცეულიყო.
კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით 4 000 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი