მთავარი სპორტი ზვიად სიჭინავას სამსახური უეფაში შესთავაზეს

ზვიად სიჭინავას სამსახური უეფაში შესთავაზეს

0 824

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, მალე პოსტს დატოვებს. არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია და ის სამ ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებამდე სიჭინავა პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს, მანამდე კი სფფ-ში აუდიტი შევა და დასკვნას დადებს. ზვიად სიჭინავას განცხადებით, ის ფეხბურთიდან მიდის და მომავალ არჩევნებში კენჭისყრას აღარ აპირებს.
ექსკლუზიურად, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ზვიად სიჭინავას სამსახური უეფაში შესთავაზა, თანაც საკმაოდ ხანგრძლივად.

თუკი ზვიად სიჭინავა უეფას შეთავაზებას დასთანხმდება, ის აღნიშნულ უწყებასთან 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი