მთავარი რეგიონი ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი დღეს გაიხსნება

ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი დღეს გაიხსნება

0 1945

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი დღეს გაიხსნება. აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს ადმინისტრაციული საზღვარი ორი დღით დაკეტილი ჰქონდა. ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა:
“რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტი გატყობინებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი სამგლოვიარო ღონისძიებების დროს უსაფრთხოების რეჟიმის გაძლიერებასთან დაკავშირებით, 7 და 8 აგვისტოს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების გაშვების პროცესი შეჩერდება”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი