მთავარი კულტურა კინო ეროვნული არქივი ნატო ვაჩნაძის ბერლინში გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა

ეროვნული არქივი ნატო ვაჩნაძის ბერლინში გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა

0 1028

საქართველოს ეროვნული არქივი პროექტ “კვირის დოკუმენტის” ფარგლებში ნატო ვაჩნაძის ბერლინში, გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეროვნული არქივიდან აცნობეს, ნატო ვაჩნაძის ფოტო მხატვრული ფილმის, “ცოცხალი გვამის” გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად. ბერლინში, 1928 წელს არის გადაღებული.
“ლევ ტოლსტოის ნაწარმოების ეკრანიზაცია საბჭოთა კავშირისა და გერმანიის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. ფოტოზე: ზედა რიგში მარცხნიდან მესამე რუსი მსახიობი ვლადიმერ ურალსკი და მეოთხე – გერმანელი მსახიობი კარლ იუნგ სვინბურნი არიან გამოსახული”, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ

ნატო ვაჩნაძე ბერლინში, 1928

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი