მთავარი უცხოეთის ამბები ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი 14 სექტემბერს მიგრანტების თემაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი 14 სექტემბერს მიგრანტების თემაზე იმსჯელებენ

მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი 14 სექტემბერს საგანგებო შეხვედრას გამართავენ.
“ბიბისის” ცნობით, ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ არალეგალი მიგრანტების ნაკადის რეკორდულად ზრდის პრობლემის მოგვარებაზე.
გასულ თვეს ევროკავშირის საზღვრების გადალახვა 107 500 მიგრანტმა სცადა, მათი ნაწილი კი გზაში დაიღუპა.
შეხვედრაზე ევროკავშირის მაღალჩინოსნები თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მიგრანტების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და მათი სამშობლოში დაბრუნების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი