მთავარი საზოგადოება გუშინდელი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება

გუშინდელი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება

თბილისის მერია „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სათანადო დავალება შესაბამისი რაიონის გამგეობებისა და შპს “ჰერმესის” ხელმძღვანელებს მისცა.
ნარმანიამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ყველამ ვნახეთ გუშინდელი უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები. ჩვენდა სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მომსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან  უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ .
ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩაზე ხანძარს გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. ხანძარი საღებავების საწყობში გაჩნდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი