მთავარი უბედური შემთხვევა გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

დიდუბეში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც ამბობენ, ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დაშავებულია სამი ადამიანი ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო ბრიგადა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს.
ცეცხლთან ერთად ტერიტორიაზე ძლიერი შავი კვამლია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი