მთავარი მედია გრიგოლიას გადაცემის დახურვა სხვა არაფერია, თუ არა მზადება რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევისთვის

გრიგოლიას გადაცემის დახურვა სხვა არაფერია, თუ არა მზადება რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევისთვის

0 752

პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

”გრიგოლიას გადაცემის დახურვა სხვა არაფერია, თუ არა მზადება რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევისთვის.
ტელეკომპანია “იმედი” და გრიგოლიას გადაცემაც ამ ხელისუფლებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ყველამ კარგად იცის.
ამავე დროს, განსხვავებით შალვა რამიშვილისგან, რომლისთვისაც ფულის გარდა სხვა ინტერესი არ არსებობს და ადვილი სამართავია, ინგა გრიგოლია არაპროგნოზირებადი ჟურნალისტი და პერიოდულად პოლიტიკოსია.
1.”რეაქციის” დახურვით ხელისუფლება რამდენიმე კურდღელს იჭერს:
თავის მიერ კონტროლირებად არხზე იშორებს არაპროგნოზირებად ჟურნალისტს;
2. ფაქტობრივად საკუთარ არხზე ერთ–ერთი რეიტინგული გადაცემის დახურვით ეცდება გადაფაროს რეალურად ოპოზიციურ ტელევიზიაზე – რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევა და მას ობიექტური, პოლიტიკური მოტივაციისგან დაცლილი გადაწყვეტილების სახე მისცეს.
ეს გახლავთ, ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის, ჩემი აზრით, ერთი შეხედვით, გაუგებარი და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი.
ვნახოთ…”

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი