მთავარი საზოგადოება გომელაურის ხელფასი 3540 ლარი იქნება

გომელაურის ხელფასი 3540 ლარი იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 3540 ლარი ექნება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში წერია, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

რაც შეეხება სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, მისი ხელფასი 2 950 ლარი იქნება, ხოლო მოადგილის – 2 720 ლარი.

ასევე, სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიური პროცენტული დანამატი დაერიცხებათ – 1-დან 2 წლამდე – 5%; 2-დან 5 წლამდე – 10%; 5-დან 10 წლამდე – 15%; 10 წელი და მეტი – 20%;

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი