მთავარი პოლიტიკა გიორგი მღებრიშვილი – უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ

გიორგი მღებრიშვილი – უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ

0 786

უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, რომელიც უწყებაში დღეს მივიდა.
მისივე თქმით, უმკაცრესი რეაგირება მოხდება თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც.
“თითოეული ასეთი შესაძლო ფაქტი დეტალურად იქნება შესწავლილი და უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მოგეხსენებათ მე ვიცავ ყველას უფლებებს – ჩემი თანამშრომლების უფლებებსაც და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი