მთავარი საერთო გერმანელი ვიზიტორები: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე წყალი მოწამლეს

გერმანელი ვიზიტორები: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე წყალი მოწამლეს

0 1194

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გერმანელმა ვიზიტორებმა მდინარე ლაგოდეხის ხევში, საბანაო ადგილთან, შეამჩნიეს მდინარის ზედაპირის აქაფება, ქლორის მძაფრი სუნი და მკვდარი თევზები. ვიზიტორებმა სურათები გადაუღეს ოთხ ადამიანს, რომლებმაც, მათი თქმით, დაიწყეს წყლიდან მსხვილი თევზების შეგროვება. აღნიშნული ფაქტი ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, აღებულია წყლის სინჯები და მიმდინარეობს გამოძიება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მადლობას უხდის ვიზიტორებს ოპერატიულობისთვის და შეეცდება, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი