მთავარი სამართალი გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის ფაქტს გოგლა ჟვანია გამოეხმაურა

გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის ფაქტს გოგლა ჟვანია გამოეხმაურა

0 771

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია გამოეხმაურა.

როგორც ექსპრემიერის ძმამ აღნიშნა, გამამტყუნებელი ვერდიქტი კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ მისთვის მოსალოდნელი იყო.

“ველოდი გამამტყუნებელ ვერდიქტს, რადგან კარგად ვიცნობ საქმის მასალებს. ეს არ იყო ძირითადი საქმე. ზურას სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმე ძიებაშია. მართალია, დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი